
ეკონომიკის მინისტრი: "რა თქმა უნდა, ივანიშვილმა გიგანტური ხეები გადაარჩინა"
10/12/2019 08:35:12 ციტატა
"რა თქმა უნდა, [ივანიშვილმა] გადაარჩინა, იმიტომ, რომ უნიკალურ პარკს აშენებს და ბევრი ხე ზოგადად არის მოუვლელი, ამ შემთხვევაში კეთდება ძალიან კარგი რამ, რომელიც იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, ეს ხომ ცალსახად ასეა”
ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ "ველურ ბუნებასთან" საუბრისას შემდეგი განაცხადა: "გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ".