Accentnews.ge
მიიჩნევს თუ არა აშშ საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულ პოლიტიკურ ძალად – ვედანტ პატელ​ის პასუხი

მიიჩნევს თუ არა აშშ საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულ პოლიტიკურ ძალად – ვედანტ პატელ​ის პასუხი

04/10/2023 06:19:42 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, მათ შორის საქართველოს შესახებაც ისაუბრეს.

ჟურნალისტის ერთ–ერთი შეკითხვა საქართველოს ხელისუფლებას ეხებოდა. კერძოდ, კორესპონდენტის კითხვაზე, "მიგაჩნიათ თუ არა საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკურ ძალად?", აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა შემდეგი განაცხადა:

"მე უბრალოდ არ ვაპირებ მის [საქართველოს ხელისუფლების] კატეგორიზაციას ამა თუ იმ გზით. ეს ჩემთვის შეუსაბამო იქნებოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი დემოკრატიულ, აყვავებულ და მშვიდობიან ევროატლანტიკურ მომავალს ესწრაფვიან".

ამავე ბრიფინგზე მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმები:

"ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმები და მზად ვართ დავეხმაროთ მთავრობას ამაში".

მისივე თქმით, USAID-ს შესახებ ბრალდებები მცდარია:

"თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და გავიმეორებ, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად".

ამასთან, მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ:

"რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S