Accentnews.ge
რაზე შეთანხმდნენ ზელენსკი და პუტინი

რაზე შეთანხმდნენ ზელენსკი და პუტინი

10/12/2019 09:38:00 სხვა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუს კოლეგასთან რიგ საკითხებზე მორიგდა. ამის შესახებ მან ნორმანდიული სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„შესაძლებელია თუ არა მოლაპარაკება [პუტინთან]? მოლაპარაკება რთულია, ძალიან, თუმცა დღეს იყო მომენტები, როდესაც ჩვენ გარკვეულ საკითხებზე მოვრიგდით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი თითოეულ საკითხს ძალიან დეტალურად განიხილავს.

„შლის ამ საკითხს დეტალურად, ჩვენ ვიწყებთ ყოველი სიტყვის რეგულირებას, ანუ ეს რთულია. მე უბრალოდ სხვანაირი ადამიანი ვარ - სწრაფი. მეგონა – ერთი-ორი და შევთანხმდით. არა, აქ სხვაგვარადაა, სხვა ბუნებრივი ბიომექანიკაა“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

მისივე თქმით, პარიზში გამართული მოლაპარაკებები „ფრედ“ დასრულდა.

„ახლა სწორია დიპლომატად ყოფნა. მოდით ვთქვათ, ჯერჯერობით ფრეა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის პირისპირ შეხვედრა პარიზში, ელისეის სასახლეში 15 წუთს გაგრძელდა.

როგორც მედიის წარმომადგენლებთან ზელენსკის პრესმდივანმა იულია მენდელმა განაცხადა, შეხვედრა „ძალიან წარმატებულად“ ჩატარდა, თუმცა, მხარეებს ყირიმის საკითხი არ განუხილავთ.

მედია წერს, რომ პირისპირ მოლაპარაკების შემდეგ, ლიდერებს მათი დელეგაციების წევრებიც შეუერთდნენ და საერთო ჯამში, შეხვედრამ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S