
ყვარელში მკვლელობა მოხდა
04/10/2023 07:06:29 სამართალი
ყვარელში, სოფელ ჭიკაანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 47 წლის კაცს ყოფილმა პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ადგილობრივების თქმით, დაპირისპირების დროს დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.