
რუსეთმა სომხეთს ეკონომიკური ომი გამოუცხადა
04/10/2023 07:12:01 კავკასია
რუსეთის ხელისუფლება აძლიერებს ეკონომიკურ ზეწოლას სომხეთზე, რომელმაც რატიფიცირება მოახდინა რომის სტატუტის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. ხოლო მას შემდეგ, რაც ერევანი ამ სასამართლოს შეუერთდა, მოეთხოვება პუტინის დაპატიმრება, თუ ის რესპუბლიკას ეწვევა.
სახმელეთო გადამზიდველები, რომლებიც სომხეთიდან რუსეთში ტვირთის გადაზიდვას ახორციელებენ, საზღვარზე უზარმაზარ პრობლემებს აწყდებიან,– განაცხადა რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა.
მისი თქმით, რუსული მხარე ამას მიწოდებული კონიაკის (სომხეთის ერთ–ერთი უმთავრესი საექსპორტო პროდუქტი) ხარისხის შემოწმებით ხსნის. შედეგად, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ერთადერთ მოქმედ საბაჟოზე, ზემო ლარსზე ათობით სატვირთო მანქანა დაგროვდა.
რუსეთში სომხეთის საელჩოს სავაჭრო ატაშე ვაჰან ჰაკობიანმა განაცხადა, რომ 60 სატვირთო "ხარისხის შეფასების" დასრულებას ელოდება. წარსულში მსგავსი მექანიზმი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფონზე რუსეთმა სომხურ რძის პროდუქტებთან დაკავშირებით გამოიყენა.
სომხური კონიაკის მიმწოდებლების პრობლემები საზღვარზე შეიძლება წარმოქმნილიყო როსალკოგოლრეგულიროვანიე–ს პრეტენზიების გამო. გაფრთხილება, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელენა აფანასენკო, ადრე გამოაქვეყნა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ახლა კი ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსმა თანამშრომელმა სერგეი ალექსაშენკომ. დოკუმენტში, კერძოდ, საუბარია სამი მარკის კონიაკის მიმოქცევისა და შესყიდვის შეჩერების აუცილებლობაზე - „სომხური კონიაკი AVZ“, "სომხური ციხესიმაგრე 8 წელი" და „სომხური კონიაკი 5 წელი“. ამ სასმელებში ექსპერტიზამ "აღმოაჩინა" არომატიზატორები, ფენოლური ნაერთები, ასევე „არაკონიაკური წარმოშობის“ სპირტები, – ნათქვამია დოკუმენტში.
კონიაკის მომწოდებლებისთვის პრობლემები წარმოიშვა სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირების ფონზე. ეს არის მთავარი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობას, რომელმაც მარტში პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა.
3 ოქტომბერს სომხეთი გახდა 124-ე ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც შეუერთდა ICC-ს. მანამდე რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მთიანი ყარაბაღის მოვლენების გამო. ჰააგის სასამართლოს ჩართვა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სომხეთის უსაფრთხოებას, „როდესაც ОДКБ არ ასრულებდა და არ ასრულებს თავის ვალდებულებებს“, – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.
გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რომის სტატუტის შესახებ ერევნის გადაწყვეტილებას "მტრული" და "ტოქსიკური" უწოდა და ასევე თქვა, რომ სომხეთი გაფრთხილებული იყო დიპლომატიური არხებით: ICC-ში გაწევრიანება "მიუღებელია" იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ პუტინის წინააღმდეგ ორდერი გასცა.
მოსკოვი აგრძელებს. განიხილოს სომხეთი პარტნიორად და მოკავშირედ, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სამშაბათს და დასძინა, რომ რუსეთის ხელისუფლება ICC-ის ორდერს "უმნიშვნელოს" და "უკანონოდ" მიიჩნევს.
რუსეთ–სომხეთის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოფიციალურმა ერევანმა ღიად დაიწყო საუბარი "სტრატეგიული პარტნიორის" მიმართ საკუთარ პრეტენზიებზე. ეს ძირითადად ეხებოდა უსაფრთხოების საკითხებს და მოსკოვის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.
იხილეთ ასევე: "რუსეთმა ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა": ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა ახალ ფაზაში გადადის