DW: გერმანია საქართველოსთან არალეგალი მიგრანტების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
04/10/2023 07:32:53 პოლიტიკა
გერმანიის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს რიგ ქვეყნებთან ე.წ "სამიგრაციო პარტნიორობის" თაობაზე, რომელიც, მათ შორის, გერმანიიდან სამშობლოში არალეგალი მიგრანტების სწრაფ დაბრუნებას ითვალისწინებს, - იუწყება გამოცემა DW გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საუბარია 6 ქვეყანაზე, კერძოდ, საქართველოზე, მოლდოვაზე, კენიაზე, კოლუმბიაზე, უზბეკეთსა და ყირგიზეთზე.
"საქართველო და მოლდოვა პრიორიტეტშია, ვინაიდან თავშესაფრის შესახებ თხოვნების 10%-ზე მეტი მხოლოდ ამ ორ ქვეყანაზე მოდის" - განაცხადა გერმანიის შსს-ს წარმომადგენელმა და იქვე დააზუსტა, რომ საქართველოს მოქალაქეებისგან მარტო მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში თავშესაფრის მინიჭების 7405 თხოვაა მიღებული, მოლდოვას შემთხვევაში - 2124.
საქართველოსა და მოლდოვას მთავრობებმა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, - დასძენს DW.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის აგვისტოში გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, შესაბამისად, ამ ქვეყნების მოქალაქეების განაცხადები თავშესაფრის მინიჭებაზე დაჩქარებული წესით განიხილება. ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს იმ პირთა დაჩქარებულ დეპორტაციას, რომელთა განაცხადი არ დაკმაყოფილდება.
როგორც ამასთან დაკავშირებით გერმანიის შს მკინისტრმა ნენსი ფეზერმა განმარტა, "საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებია, რადგან მათში არ არსებობს სახელმწიფო დევნის შიში და სახელმწიფოები საკუთარ მოქალაქეებს იცავენ". .


