Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს ჩვენ აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად, იგი უნდა წავიდეს საკუთარი თანამდებობიდან

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს ჩვენ აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად, იგი უნდა წავიდეს საკუთარი თანამდებობიდან

04/10/2023 08:16:40 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ღირსად აღარ მიიჩნევს.

მისი თქმით, "პრეზიდენტი უნდა წავიდეს საკუთარი თანამდებობიდან".

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, მოსამართლე ევა გიცირიძემ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: რა არის იმპიჩმენტის წამოწყების საბოლოო მიზანი? საპასუხოდ კობახიძემ შემდეგი განაცხადა:

"როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ეს მათ შორის ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ჩვენ აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. რა თქმა უნდა, შესაბამისად, იმპიჩმენტის აღძვრის საბოლოო მიზანი, თუნდაც არ გვქონდეს შესაბამისი რესურსი, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, პოლიტიკური განცხადება გავაკეთეთ ამაზე, რომ 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვარაუდი, საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. შეიძლება ჩვენ არ გვქონდეს იმედი რომ 100 ხმა მოგროვდება პოლიტიკური მიზეზების გამო ამ გადაწყვეტილების გარშემო პარლამენტში, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ წესით, პრეზიდენტი უნდა წავიდეს საკუთარი თანამდებობიდან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S