
სასამართლომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა
04/10/2023 08:25:19 სამართალი
ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს, ნიკოლოზ გუგეშაშვილის 6-თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ტელეარხის ცნობით, სასამართლოში ბრალდებული ოჯახური მდგომარეობის გამო გათავისუფლებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
მიშა მშვილდაძეს თავს 2023 წლის 27 ივნისს დაესხნენ.
პროკურატურამ მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ნიკოლოზ გუგეშაშვილი 28 ივნისს დააკავა. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.