Accentnews.ge
დავით უსუფაშვილი: სუს-ი პარლამენტს კანონის შეცვლას უნდა სთხოვდეს, თუ იმ პირების დაკავებით იყოს დაკავებული, რომლებიც იდენტიფიცირებული ჰყავს

დავით უსუფაშვილი: სუს-ი პარლამენტს კანონის შეცვლას უნდა სთხოვდეს, თუ იმ პირების დაკავებით იყოს დაკავებული, რომლებიც იდენტიფიცირებული ჰყავს

04/10/2023 09:30:08 პოლიტიკა

"სუს-ი პარლამენტს კანონის შეცვლას უნდა სთხოვდეს, თუ იმ პირების განეიტრალებით იყოს დაკავებული, რომლებიც იდენტიფიცირებული ჰყავს?", - ასე მიმართა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, იგი კონსულტაციის გავლის შემდეგ, პარლამენტს ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებასთან დაკავშირებით, ახალი კანონპროექტით მიმართავს.

„მეგობრებო, რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ აქ? შესაბამის ორგანოს აქვს დადასტურებულად მოპოვებული ინფორმაცია, იცის კონკრეტული ადამიანები, იცის მათი გეგმები, იცის, რომ ისინი სადღაც რაღაცების აფეთქებას აპირებენ და ახლა სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, შესაძლოა, იმ პირებს ეს ყველაფერი უკვე შემოტანილი აქვთ და სადმე კარავშია დასაწყობებული, იმიტომ, რომ ჯერ არ არის კარავი აკრძალული და ჩვენ აქ მშვიდად ვიხილავთ ამ საქმეს? აი, ეს სურათი დახატეთ ბატონო გივი, თქვენ და ამ კანონპროექტის ავტორებმა. გსურთ, რომ ამ საკითხის სერიოზულ განხილვაში შემოვიდეთ და ეს ვერ დავინახოთ. თუ ეს ასეა, სუს-ი პარლამენტს კანონის შეცვლას უნდა სთხოვდეს, თუ იმ პირების დაკავებით, განეიტრალებით იყოს დაკავებული, რომლებიც იდენტიფიცირებული ჰყავს და რომლებზეც იცის, ვინ რას აკეთებენ? ამაზე ვილაპარაკოთ. მე პირადად, გავივლი კონსულტაციას და მოგმართავთ პარლამენტს, ამ პროექტის პარალელურად, დაჩქარებული წესით, განვიხილოთ ახალი კანონპროექტი ცრუ ჩვენების, ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგი აღნიშნა:

„მე მგონი, დაგეთანხმებით მაგ პროექტის ინიცირების შემთხვევაში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S