Accentnews.ge
ალეკო ელისაშვილი: სადაც რევოლუცია მომხდარა, იქ მთავარი მოქმედი პირი იყო ხელისუფლება და მის მიერ დაშვებული შეცდომები

ალეკო ელისაშვილი: სადაც რევოლუცია მომხდარა, იქ მთავარი მოქმედი პირი იყო ხელისუფლება და მის მიერ დაშვებული შეცდომები

04/10/2023 09:56:27 პოლიტიკა

პარტია “მოქალაქეების” წევრი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, აქციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესის გამკაცრებით, “ქართული ოცნებას” უნდა “პრევენცია იმის, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს”.

მან გაიხსენა საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის, ხოლო უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდი და განაცხადა, რომ პროტესტის შეჩერების მცდელობა “ამაო ძალისხმევაა”.

„ჩვენს უახლეს ისტორიას რომ თვალი გადავავლოთ, გავიხსენოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წლები, მიიღეს ასეთი ცვლილება, სწორედ გახშირებული მიტინგებისა და აქციების გამო, რომ სამთავრობო შენობებთან ადრე თუ არ შეიძლებოდა 20 მეტრზე მეტად მიახლოება, 50 მეტრამდე გაზარდეს ეს დისტანცია. პანტაპუნტით იჭერდნენ მერე აქტივისტებს, მაგრამ, საერთო ჯამში, ამან არ უშველა, აგერ ოპოზიციაში სხედან. ჰკითხეთ რამდენად უშველა ასეთმა ძალისხმევამ. ზუსტად იგივეა რისი ცვლილებაც გინდათ. პრევენცია გინდათ იმის, რომ ქუჩაში ხალხი არ გამოვიდეს და თუ გამოვა რაღაცნაირი ბერკეტი გქონდეთ. მოდით ახლა კაცობრიობის ისტორიას გადავავლოთ თვალი, ჩვენს უახლეს ისტორიასთან ერთად. სადაც კი რაიმე რევოლუცია მომხდარა და ქუჩაში აქციებითა და მღელვარებით ხელისუფლება შეცვლილა, იქ მთავარი მოქმედი პირი იყო ხელისუფლება და მის მიერ დაშვებული შეცდომები, რომ ის არ უგდებდა ყურს ხალხს, არ ფიქრობდა ხალხის რეალურ პრობლემებზე, ხალხის გასაჭირზე, სადღაც თავისას ერეკებოდა და ის შედეგები უდგებოდა ყველას, რომელიც დაუდგა. იანუკოვიჩი იქნებოდა, საფრანგეთის რევოლუცია და თუ ნებისმიერი სხვა. ასე რომ, აბსოლუტურად ამაო ძალისხმევით ხართ, ჩემი აზრით, დაკავებულები და მეც იმავე კითხვას დაგისვამთ, რაც ჰერმანმა გკითხათ, რატომ ნაყავთ წყალს? როცა იცით, რომ წყლის ნაყვის შედეგად არაფერი დარჩება?!“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S