
საქართველოს მოქალაქე საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს
10/12/2019 09:58:11 სხვა, სამართალი
საფრანგეთში, ტულუზას ციხეში საქართველოს 31 წლის მოქალაქე ნიკა ქირია გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა ოჯახს აღნიშნულის არ სჯერა.
გარდაცვლილის დედა შვილის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს.
„საკანში მარტო იყო და თავი ჩამოიხრჩოო. ავად ყოფილა და საავადმყოფოში მოხვედრას ცდილობდა. მითხრეს, ადრეც ჰქონია თვითმკვლელობის მცდელობა, მაგრამ მე ამის არ მჯერა“, - აცხადებს ფატიმა ლაგვილავამ.