Accentnews.ge
სალომე სამადაშვილი –საპარალმენტო უმრავლესობას: მაინტერესებს, გეგმავთ, მოითხოვოთ USAID-ს ქვეყნიდან გაძევება, რომ რეაგირება მისცეთ სუს-ის მიერ დაწყებულ რაღაც მოკვლევას, თუ დაკითხვების პროცესს?

სალომე სამადაშვილი –საპარალმენტო უმრავლესობას: მაინტერესებს, გეგმავთ, მოითხოვოთ USAID-ს ქვეყნიდან გაძევება, რომ რეაგირება მისცეთ სუს-ის მიერ დაწყებულ რაღაც მოკვლევას, თუ დაკითხვების პროცესს?

04/10/2023 10:42:28 პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, „ლელოს“ წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება USAID-ის ქვეყნიდან გაძევება იმისთვის, რომ „ადეკვატური რეაგირება მიეცეს სუს-ის მიერ დაწყებულ რაღაც მოკვლევას, თუ დაკითხვების პროცესს“.

„დღეს თქვენ აქ ცდილობთ დაგვარწმუნოთ, რომ საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც უნდა შეიქმნას ამ ცვლილებებით, უკავშირდება იმას, რომ სუს-მა გაგვაფრთხილა შესაძლო გადატრიალებაზე. მე არ ვიცი, თქვენ თუ გახსოვთ, ასეთი შინაგან საქმეთა მინისტრი გყავდათ, [ალექსანდრე] ჭიკაიძე, რომელმაც 2014 წელს გამოაცხადა, რომ „საბურავების რევოლუცია“ იგეგმებოდა. მაშინ რატომ არ აკრძალეთ, მაგალითად: საბურავების გაყიდვა? თუ ეს არ იყო სანდო ინფორმაცია და ახლა სანდო ინფორმაცია გაქვთ? ასევე, თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, ამ პარლამენტის თავმჯდომარემ სამარცხვინოდ დაადანაშაულა აშშ-ს მთავრობა, საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომ ხელს უწყობს სახელმწიფო გადატრიალების, ფაქტობრივად, მომზადებას და დაკითხა მათი პროგრამით ჩამოსული სერბი მოქალაქეები სუს-მა. მე მაინტერესებს, თქვენ გეგმავთ მაგალითად, რომ მოითხოვოთ USAID -ის ქვეყნიდან გაძევება იმისთვის, რომ რეაგირება მისცეთ ადეკვატური, სუს-ის მიერ დაწყებულ რაღაც მოკვლევას, თუ დაკითხვების პროცესს? ასევე, მე მაინტერესებს, ვენეციის კომისიას ეს კანონპროექტი უკვე გადაეგზავნა? თუ არ გადაეგზავნა, როდის გადაუგზავნით, იმიტომ, რომ ცალსახად არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი“, -მიმართა სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.

ამავე თემაზე: რა თემებს მოიცავდა USAID-ის სასწავლო კურსი, რომელსაც სუს–ი "არეულობისთვის მზადებას" უკავშირებს.

„არეულობის გეგმის ავტორებად“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა 18 სექტემბერს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. მათ სუს– ის განცხადებას „იდიოტობა“ და „სრული ბოდვა“ უწოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S