Accentnews.ge
კულტურის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

კულტურის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

04/10/2023 11:18:49 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2023 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით ნიკოლოზ აზნაურაშვილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

იგი მინისტრის მოადგილის რანგში გააგრძელებს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას.

კულტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილის რანგში, ნიკოლოზ აზნაურაშვილის საკურატორო სფეროებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გარდა, იქნება მუზეუმები და ზოგიერთი სახელოვნებო დაწესებულება.

ნიკოლოზ აზნაურაშვილის დირექტორობის პერიოდს უკავშირდება არქეოლოგებისთვის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, უკვე მეორე წელია, არქეოლოგებს, რომლებიც სამუზეუმო სისტემიდან წულუკიანმა, მისი პოლიტიკის კრიტიკის შემდეგ გაათავისუფლა, არქეოლოგიურ ნებართვას აძლევს.

არქეოლოგები ამბობენ, რომ სამუზეუმო სისტემიდან გაძევების შემდეგ წულუკიანი ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს მათ პროფესიულ საქმიანობაში, რის გამო ზიანდება არქეოლოგიური ძეგლები და იშლება საერთაშორისო პროექტები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S