Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი:  ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის ლოზუნგით მოგვევლინეთ, სადამდე მიხვედით, ამჩნევთ?

ანა ნაცვლიშვილი:  ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის ლოზუნგით მოგვევლინეთ, სადამდე მიხვედით, ამჩნევთ?

04/10/2023 11:48:46 პოლიტიკა

"ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის ლოზუნგით მოგვევლინეთ, სადამდე მიხვედით, ამჩნევთ?,– ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა "ქართულ ოცნებას" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება კარგავს ძალას, შესაძლებლობას და მორალურ რესურსს, რომ ელაპარაკოს საკუთარ მოქალაქეებს, მაშინ იწყება შეკრება-მანიფესტაციების წინააღმდეგ ბრძოლა.

„თურმე ადამიანის უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილა თქვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი და ამის დაცვას ცდილობთ ახლა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ლექსო ლაშქარავას სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად არ იყო მაშინ ეს სტანდარტი? თუ კარავი რომ არ იყო აკრძალული ამან შეგიშალათ ხელი? ძალიან კარგად გვახსოვს პოლიციელების მიერ გაკეთებული კორდონი მოძალადეებისთვის, რომ მიექსიათ, მიეშვათ და ადამიანი სიკვდილამდე სცემეს. ეს ფაქტი ხომ არ დაგავიწყდათ? ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყო თქვენი დაცვის ამოცანა? არ უნდა დაგეცვათ? ან იმ პოლიციის ამოცანა, რომელსაც ახლა ახალ კანონპროექტს აჩეჩებთ? კარვის დაუდგმელობამ ვერ დაგაცვევინათ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა?

მე ძალიან კარგად მახსოვს წვიმაში, სიცივეში ღამეს რომ ათევდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ დედები და ითხოვდნენ შვილებისთვის წამლებს და თქვენი მითითებით პოლიცია ღამე კარვის გაშლის შესაძლებლობას არ აძლევდათ. იქ რომელი მიხვედით? აი, ეგ არის თქვენი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის მიმართ. [...] ბატონმა გივიმ დაადასტურა, რომ არ მდგარა აქციაზე, ვინც აქ ხართ უმრავლესობიდან წარმოდგენილი, რომელიმე თუ მდგარხართ აქციაზე თქვენი ცხოვრების განმავლობაში? არ მახსოვხართ. რომ მდგარიყავით სხვანაირი მიმართება გექნებოდათ შეკრების და მანიფესტაციის უფლებასთან და მუდმივი მცდელობა არ გექნებოდათ მშვიდობიანი აქციის და პროტესტის დემონიზების. არ გექნებოდათ ამის მცდელობები, მაგრამ როდესაც ხელისუფლება კარგავს ძალას, შესაძლებლობას და მორალურ რესურსს, რომ ელაპარაკოს საკუთარ მოქალაქეებს, მაშინ იწყება შეკრება-მანიფესტაციების წინააღმდეგ ბრძოლა. თუ მდგარხართ აქციაზე, კარგად გემახსოვრებათ, როდის იბრძვის ხელისუფლება მანიფესტაციების წინააღმდეგ. რაც შეეხება მცდელობებს, რომ ჩაახშოთ საქართველოს მოქალაქეების უფლება თავისი აზრი გამოხატონ და როდესაც თქვენ ამ აზრს არ ისმენთ, პარლამენტში ადამიანებს შემოსვლის უფლებას არ აძლევთ, ბანერებს და ფურცლებს ებრძვით, ცარიელი ფურცლის დაჭერის გამო ადამიანს აჯარიმებთ, სადამდე მიხვედით? ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის ლოზუნგით მოგვევლინეთ ხელისუფლებაში, სადამდე მიხვედით ამჩნევთ? ცარიელი ფურცელი რომ უჭირავს ადვოკატს ხელში და მშვიდობიანად დგას პარლამენტის წინ ამის გამო აჯარიმებთ, ეს „ქეისი“ თქვენი სახეა!“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S