Accentnews.ge
ევროკავშირი „მაგნიტსკის სიის“ საკუთარ ანალოგს ქმნის

ევროკავშირი „მაგნიტსკის სიის“ საკუთარ ანალოგს ქმნის

10/12/2019 10:33:13 სხვა, მსოფლიო

ევროკავშირი ადამიანის უფლებათა სფეროში ამერიკული „მაგნიტსკის აქტის“ ანალოგიურ სასანქციო მექანიზმს შექმნის. ამის შესახებ ორგანიზაციის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შედეგების კომენტირებისას განაცხადა. 

ბორელმა მომავალ სასანქციო რეჟიმს „ყოვლისმომცველი“ უწოდა და დასძინა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ იდეას ერთხმად დაუჭირა მხარი.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს ხანებში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახური შესაბამისი დოკუმენტაციის მოსამზადებლად დაიწყებს მუშაობას.

ცნობისთვის: ე.წ. მაგნიტსკის აქტი აშშ–ში 2012 წელს მიიღეს. დოკუმენტი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთაც კავშირი აქვთ რუსეთის იზოლატორში ფონდ „Hermitage Capital“–ის იურისტ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებასთან აქვთ კავშირი. მათ აშშ–ში შესვლა ეკრძალებათ და ფინანსური სანქციები აქვთ დაწესებული. სადღეისოდ კი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეჰყავთ მთლიანობაში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ან მსგავსი სამართლებრივი აქტები მიიღეს ასევე დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში.

სერგეი მაგნიტსკი რუსეთში კორუფციულ სქემებს იკვლევდა. იგი 2009 წელს გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით დააკავეს. დაპატიმრებიდან 1 წელიწადში იგი ციხეში გარდაიცვალა. ოფიციალურ მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა, თუმცა უფლებადამცველები იზოლატორის ხელმძღვანელობას რეალური მიზეზების დამალვაში ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S