Accentnews.ge
ფაშინიანი: მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან

ფაშინიანი: მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან

04/10/2023 17:28:07 კავკასია

სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი მზად არის, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას ბაქოსთან.

"იმედი გვაქვს, რომ კონცეპტუალური დოკუმენტს, რომელიც უკვე მაგიდაზე დევს, მოსახერხებელ მომენტში მოვაწერთ ხელს. მე მზად ვარ ხელმოსაწერად",- ამბობს ფაშინიანი.

5 ოქტომბერს გრენადაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მონაწილეობით, ილჰამ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა იყო დაგეგმილი, თუმცა ბოლო ცნობებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მასში მონაწილეობაზე უარი. არადა ჯერ კიდევ ორი დღის წინ ილჰამ ალიევმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე იმედი გამოთქვა, რომ ესპანეთში დაგეგმილი შეხვედრა გააძლიერებს სამშვიდობო პროგრამას მთიანი ყარაბაღისთვის.

აზერბაიჯანული Trend-ის ცნობით, მიზეზად სახელდება „საფრანგეთის დესტრუქციული პოზიცია, ასევე უთანხმოება პარიზსა და ბერლინს შორის შეხვედრაში თურქეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით“.

„ასეთ პირობებში აზერბაიჯანულმა მხარემ უარი თქვა მოლაპარაკებაზე“, - წერს გამოცემა.

მიუხედავად ალიევის უარისა, ფაშინიანი გრენადაში მაინც გაემგზავრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S