Accentnews.ge
"კანვას-საქართველოს" დირექტორი საქალაქო სასამართლოში იკითხება

"კანვას-საქართველოს" დირექტორი საქალაქო სასამართლოში იკითხება

05/10/2023 08:22:32 სამართალი

„კანვას-საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება. ის კითხვებს ადვოკატებთან ერთად პასუხობს. იგი გამოკითხვაზე მოწმის სახითაა დაბარებული.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესები მთავრობის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასთან დაკავშირებული კანონის ინიციირების „მთავარი პრობლემის“ გადაფარვას ემსახურება.

„დღეს უკვე ყველაფერი ცხადია, დღეს მთავრობა ცდილობს კბილებით გაათრიოს პოლიციური სახელმწიფოს კიდევ ერთი კანონი, რომლითაც შეზღუდავს მანიფესტაციისა და შეკრების უფლების არსებულ რეჟიმს და ალბათ ყველაფერს გააკეთებენ, მათ შორის ასეთი ყალბი სიუჟეტების მონტაჟის გავრცელებით, რომ მაქსიმალურად ყურადღება აარიდონ ამ მთავარ პრობლემას. ძალიან ნერვიულობს, ფაქტია, რუსული აგენტურა ამ ქვეყანაში, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პროცესი იქნება მისთვის დამაზიანებელი და ყველანაირად ალბათ, ცდილობენ ხელის შეშლას. ჩვენი ორგანიზაციის სახელი ყველგან საფრთხობელად უჭირავთ ავტორიტარულ რეჟიმებს და მართლა, თუ დაგუგლავთ ნახავთ, რამდენი ავტორიტარული მთავრობა ცდილობს ამ ორგანიზაციით დააშინოს აქტიური საზოგადოება“, – ამბობს მელაძე.

სუს–ის ცნობით, ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სადაც გადამზადდა ჯგუფი, რომელსაც გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა ხელისუფლების დამხობის პროცესში.

ამავე თემაზე: რა თემებს მოიცავდა USAID-ის სასწავლო კურსი, რომელსაც სუს–ი "არეულობისთვის მზადებას" უკავშირებს.

„არეულობის გეგმის ავტორებად“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა 18 სექტემბერს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. მათ სუს– ის განცხადებას „იდიოტობა“ და „სრული ბოდვა“ უწოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S