Accentnews.ge
ოფიციალური თბილისი: „ავსტრიის ხელისუფლებას არ გააჩნია ბერკეტი, "ავსტრიულ-აფხაზური საზოგადოების“ შექმნას ხელი შეუშალოს"

ოფიციალური თბილისი: „ავსტრიის ხელისუფლებას არ გააჩნია ბერკეტი, "ავსტრიულ-აფხაზური საზოგადოების“ შექმნას ხელი შეუშალოს"

10/12/2019 11:42:30 კონფლიქტები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავსტრიაში „ავსტრიულ-აფხაზური საზოგადოების“ შექმნის ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ აღნიშნული იდეა კერძო პირს ეკუთვნის, ავსტრიული კანონმდებლობით კი, ხელისუფლებას არ გააჩნია ბერკეტი, კერძო პირთა ინიციატივებს ხელი შეუშალოს. ამასთან, როგორც „აქცენტს“ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში განუცხადეს, საკითხის დასარეგულირებლად თბილისი ვენასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.    

„ავსტრიულ-აფხაზური საზოგადოების“ შექმნის იდეა ეკუთვნის კერძო პირს, რომელიც ევროპაში მოქმედი პრორუსული ცენტრის წარმომადგენელია, და წარმოადგენს მის პირად ინიციატივას, რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია ავსტრიის ხელისუფლების პოზიციასთან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან მიმართებაში.

•         ავსტრიაში საქართველოს საელჩომ ჩააყენა საქმის კურსში ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ბუნებრივია ავსტრიის მხარემ დაგვიდასტურა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცე მხარდაჭერა და აღინიშნა, რომ სახელმწიფო უწყებებს არავითარი კავშირი არ აქვთ მსგავსი სახის საზოგადოების დაარსებასთან.

•         კერძო საზოგადოებების შესახებ ავსტრიის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხელისუფლებას არ გააჩნია ბერკეტი, ხელი შეუშალოს კერძო პირების ინიციატივებს. თუმცა, საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით ავსტრიულ მხარესთან კონსულტაციები გრძელდება“, – განუცხადეს „აქცენტს“ საგარეო უწყებაში.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, „აფხაზურ-ავსტრიული საზოგადოება“ მიმდინარე წლის ოქტომბერში შეიქმნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S