Accentnews.ge
მიშელი: დეკემბერში გაფართოების საკითხს ლიდერების დონეზე განვიხილავთ, მათ შორის საქართველოსთვისაც, ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ რეფორმები განახორციელეთ

მიშელი: დეკემბერში გაფართოების საკითხს ლიდერების დონეზე განვიხილავთ, მათ შორის საქართველოსთვისაც, ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ რეფორმები განახორციელეთ

05/10/2023 17:23:27 პოლიტიკა

გაფართოების საკითხს დეკემბერში, ევროპული საბჭოს დღის წესრიგშიც შევიყვან და ლიდერების დონეზე განვიხილავთ გაფართოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის საქართველოს საკითხს, – ამის შესახებ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

„როგორც იცით, ევროპული კომისია ნოემბერში გამოაქვეყნებს მოხსენებას გაფართოებასთან დაკავშირებით. ადრეც მითქვამს და ახლაც ვადასტურებ, რომ გაფართოების საკითხს დეკემბერში, ევროპული საბჭოს დღის წესრიგშიც შევიყვან და ჩვენ ლიდერების დონეზე განვიხილავთ გაფართოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის საქართველოს საკითხს“, – აღნიშნა მიშელმა.

მან საქართველოში რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ რა არის მისი მთავარი მესიჯი.

„უკვე ვუპასუხე ამ შეკითხვას, მაგრამ ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ რეფორმები. მოახდინეთ რეფორმები თქვენს ქვეყანაში და დარწმუნდით, რომ თქვენი ქვეყანა გაუთანაბრდა ევროპულ სტანდარტებს. ეკონომიკური რეფორმები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ესენი არის პრიორიტეტები“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S