Accentnews.ge
რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთი კარავი გაჩნდა

რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთი კარავი გაჩნდა

10/12/2019 12:50:43 სხვა, საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე ორიოდ დღის წინ დაფუძნებული მოძრაობის "შევინარჩუნოთ სიცოცხლე" წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს. 

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და მმართველი გუნდის მხარდამჭერად ცნობილმა შაკო კუჭავამ განაცხადა, რუსთაველის გამზირი არ არის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის საკუთრება, მით უფრო, რომ ისინი არ წარმოადგენენ საზოგადოების უმრავლესობას:  

"რუთაველი არ არის ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის საკუთრება, რუსთაველი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!".

მათთან მივიდა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ორი წელია, შვილის საქმის ობიექტურ გამოძიეას ითხოვს, და წელიწადია, კარავი რუსთაველზე აქვს გაშლილი. ადგილზე შელაპარაკებასაც ჰქნდა ადგილი. მაჩალიკაშვილის თქმით, ის იბრძვის იმისთვის, რომ მსგავსი რამ, რისი გადატანაც მის ოჯახს უწევს, სხვა ოჯახებმა არ გადაიტანონ.  

მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილისადმი სოლიდარულნი არიან.

"დაპირისპირება არ მომხდარა და ამას არც დავუშვებ. მე ვიცი შვილის სიკვდილი რა არის და არასდროს ვიტყოდი, "სოსო რობაქიძე საკუთარი შვილით ვაჭრობსო". ამაზე დამისვეს კითხვა, რამაც გამაღიზიანა და შემდეგ მე თავად დავსვი კითხვები",- გამარტა მაჩალიკაშვილმა. 

ამ დროისთვის რუსთაველზე რამდენიმე კარავია გაშლილი. 

 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S