პრემიერ-მინისტრი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდერ ვუჩიჩს შეხვდა
06/10/2023 05:29:43 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს − ალექსანდერ ვუჩიჩს გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვდა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
"შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე" - ნათქვამია ინფორმაციაში.


