ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილე ლიდერების საპატივცემულოდ გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო
06/10/2023 05:37:47 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილე ლიდერებთან ერთად ქალაქ გრანადაში ალამბრას ისტორიულ ციხე-სიმაგრეს ეწვია.
ამი შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
"ლიდერებს ესპანეთის სამეფოს მეფემ ფილიპე VI-მ და დედოფალმა უმასპინძლეს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რის შემდეგაც მათ საპატივცემულოდ ოფიციალური სადილი გაიმართა" - ნათქვამია ინფორმაციაში.


