Accentnews.ge
ევროკავშირის ელჩი – აქციებზე კარვების შემზღუდავ ცვლილებებზე: "ჩვენ მხარს ვუჭერთ სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას"

ევროკავშირის ელჩი – აქციებზე კარვების შემზღუდავ ცვლილებებზე: "ჩვენ მხარს ვუჭერთ სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას"

06/10/2023 06:51:44 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ბლოკი მხარს ვუჭერთ სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას. ამის შესახებ მან აქციებზე კარვების შემზღუდავ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

"ამ კანონთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ ომბუდსმენის მოხსენება. ამასთან დაკავშირებით მინდა, გითხრათ, რომ ევროკავშირი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, ვისკენაც არ უნდა იყოს ის მიმართული, მაგრამ ამავე დროს ჩვენ მხარს ვუჭერთ სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას", - ამბობს ჰერჩინსკი.

5 ოქტომბერს პარლამენტმა აქციებზე კარვების შემზღუდავი ცვლილებები დაამტკიცა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ინიციატივით მომზადებული კანონის პროექტი - 74 ხმით 22-ის წინააღმდეგ მიიღეს. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სამივე მოსმენით ორი პლენარული დღის განმავლობაში განიხილა და მიიღო.

"ქართული ოცნების" 7-მა წევრმა დეპუტატმა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები 2 ოქტომბერს წარუდგინა. ისინი კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი დაგეგმილ ცვლილებებში „პროტესტის აკრძალვის” მცდელობას ხედავენ და ამბობენ, რომ ეს ცალსახად უკან გადადგმული, არადემოკრატიული ნაბიჯი იქნება.

საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შედეგად დემონსტრანტებს აეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია როგორც სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე „სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია”.

აქციის მონაწილეებს აეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S