Accentnews.ge
ჰერჩინსკი: "​​​​​​​იმპიჩმენტის პროცესი არის უდროო, ნამდვილად ვერ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას"

ჰერჩინსკი: "​​​​​​​იმპიჩმენტის პროცესი არის უდროო, ნამდვილად ვერ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას"

06/10/2023 06:56:25 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს პროცესი "უდროოა".

მისივე თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოხსენება უნდა გამოქვეყნდეს და ეს ყველაფერი დეპოლარიზაციას ხელს არ უწყობს.

"საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ მე ახლა ბევრს ვერაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე მიმდინარე პროცესის შედეგებს ველოდებით, რადგან სწორედ იქ უნდა გადაწყდეს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. თუმცა თუ მეკითხებით, ეხმარება თუ არა ეს იმპიჩმენტის პროცესი დეპოლარიზაციას, გეტყვით, რომ არა, არ ეხმარება და, სამწუხაროდ, ეს ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. გარდა ამისა, ეს ხდება ზუსტად იმ დროს, როდესაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოხსენება უნდა გამოქვეყნდეს. ასე რომ, დეპოლარიზაციას ეს ყველაფერი ნამდვილად ვერ უწყობს ხელს, რაც ნიშნავს, რომ ეს იმპიჩმენტის პროცესი არის უდროო და ეს ევროკავშირია უმაღლესმა წარმომადგენელმაც აღნიშნა რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ვიზიტისას", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ცნობისთვის: 5 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დასრულდა.

სასამართლო დასკვნას პარლამენტს კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში წარუდგენს. წარდგინების ბოლო ვადა 14 ოქტომბერია.

საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავდა.

თავად პრეზიდენტი სხდომებს არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავდნენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S