"მიუხედავად ანტიდასავლური დეზინფორმაციისა, რომელსაც სამწუხაროდ, ხელს უწყობს ზოგიერთი პოლიტიკოსი, ქართველი ხალხს ესმის, რომ ევროკავშირის წევრობა არის ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტი"
06/10/2023 07:41:12 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, "მიუხედავად ანტიდასავლური დეზინფორმაციისა, რომელსაც სამწუხაროდ, ხელს უწყობს ზოგიერთი პოლიტიკოსი, ქართველი ხალხს ესმის, რომ ევროკავშირის წევრობა არის ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტი".
"ჩვენ ვხედავთ დეზინფორმაციის მხრივ ძალიან სერიოზულ ზრდას და ეს ეხება ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებას. მე აღფრთოვანებული ვარ ქართული საზოგადოებით, რომელიც საოცარ გამძლეობას აჩვენებს ამ დეზინფორმაციის მიმართ, რადგან ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ ქართველი ხალხში ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალი ნდობაა. მიუხედავად ამ დეზინფორმაციისა, რომელსაც სამწუხაროდ, ხელს უწყობს ზოგიერთი პოლიტიკოსი საქართველოში, ქართველი ხალხი პროევროპულია და მათ ესმით, რომ ევროკავშირის წევრობა არის ხანგრძლივი მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის გარანტი," - ამბობს ჰერჩინსკი.


