Accentnews.ge
იაგო ხვიჩია: პრეზიდენტის იმპიჩმენტი დამოკიდებულია იმაზე, „ქოცები“ რამდენს გადაიხდიან

იაგო ხვიჩია: პრეზიდენტის იმპიჩმენტი დამოკიდებულია იმაზე, „ქოცები“ რამდენს გადაიხდიან

06/10/2023 07:44:10 პოლიტიკა

პრეზიდენტის იმპიჩმენტი პარლამენტში დამოკიდებულია იმაზე, „ქოცები“ რამდენს გადაიხდიან,- ამის შესახებ "გირჩის" წევრმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, იქნება ისეთი, როგორიც ხელისუფლებას უნდა.

„მე მჯერა ჩემი კოლეგების, რომ საჯაროდ არ გადახტებიან [„ქართულ ოცნებაში“] და იმპიჩმენტი არ შედგება. საკმაოდ რთული იქნება ამხელა ყურადღების და ბულინგის ფონზე 12 დეპუტატი გადახტეს მათკენ, თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ, ეს დამოკიდებულია იმაზე, "ქოცები" რამდენს გადაიხდიან, მაგრამ მე ვუყურე კობახიძის შემაჯამებელ სიტყვას გუშინ სასამართლო პროცესზე და მომეჩვენა, რომ მონდომებული არ არიან ბევრი ფული გადაიხადონ, შეიძლება ასეც ურჩევნიათ საქმის შენარჩუნება”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის: 5 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დასრულდა.

სასამართლო დასკვნას პარლამენტს კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში წარუდგენს. წარდგინების ბოლო ვადა 14 ოქტომბერია.

საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავდა.

თავად პრეზიდენტი სხდომებს არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავდნენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S