Accentnews.ge
კობახიძე: ახალი კანონით პოლიცია გადაწყვეტს, როდის შეიძლება აქციაზე კარვის გაშლა და როდის არა

კობახიძე: ახალი კანონით პოლიცია გადაწყვეტს, როდის შეიძლება აქციაზე კარვის გაშლა და როდის არა

06/10/2023 10:00:47 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები აქციებზე კარვების დადგმის სრულად აკრძალვას არ გულისხმობს.

როგორც მან განმარტა,, პოლიციელი საკუთარი შეხედულების მიხედვით გადაწყვეტს, მისცეს თუ არა მოქალაქეს აქციაზე კარვის გაშლის უფლება.

„მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია! რა თქმა უნდა, წესდება შესაბამისი რეგულაცია, მაგრამ აპრიორი არავითარი კარვების გაშლა არ იკრძალება. პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის - არა. ამისთვის სათანადო სტანდარტებიც არის ჩამოყალიბებული შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ორგანულ კანონში, მათ შორის, რა თქმა უნდა, თანაზომიერების პრინციპიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს კანონი სრულად თავსებადია, როგორც საერთაშორისო პრაქტიკასთან, ისე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, საერთაშორისო სტანდარტებთან ამ სფეროში. ამ სტანდარტების მიხედვით შევიმუშავეთ ეს კანონპროექტი", – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

რაც შეეხება შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, კობაიძის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ამ კანონს შესაძლოა ვეტო დაადოს.

მანამდე, პარლამენტის ტავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმ აღნიშნა, რომ თუ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტო იქნება, პარლამენტი მას დაძლევს.

ცნობისთვის: 5 ოქტომბერს პარლამენტმა აქციებზე კარვების შემზღუდავი ცვლილებები დაამტკიცა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ინიციატივით მომზადებული კანონის პროექტი - 74 ხმით 22-ის წინააღმდეგ მიიღეს. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სამივე მოსმენით ორი პლენარული დღის განმავლობაში განიხილა და მიიღო.

"ქართული ოცნების" 7-მა წევრმა დეპუტატმა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები 2 ოქტომბერს წარუდგინა. ისინი კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი დაგეგმილ ცვლილებებში „პროტესტის აკრძალვის” მცდელობას ხედავენ და ამბობენ, რომ ეს ცალსახად უკან გადადგმული, არადემოკრატიული ნაბიჯი იქნება.

საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შედეგად დემონსტრანტებს აეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია როგორც სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე „სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია”.

აქციის მონაწილეებს აეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S