Accentnews.ge
აჭარის განათლების მინისტრი და მისი მოადგილე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასის წარმომადგენლებს შეხვდნენ

აჭარის განათლების მინისტრი და მისი მოადგილე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასის წარმომადგენლებს შეხვდნენ

06/10/2023 12:41:33 რეგიონები, რეკლამა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილესთან აკაკი ძნელაძესთან ერთად ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასის წარმომადგენლებს შეხვდა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა მსოფლიოს თოჯინების თეატრების მასშტაბურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალი „Festival Mondial des Theatres de Marionettes - Charleville – Mezieres“ -ის ფარგლებში, საფრანგეთში, მსოფლიოს მეთოჯინეთა დედაქალაქად წოდებულ ქალაქში Charleville de Mezieres -ში თეატრმა ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი ,,საიდანაც მზე მოდიოდა” წარადგინა.ფესტივალის OFF პროგრამას ათამდე ღია სივრცეში მოწყობილი სცენა მასპინძლობდა. საფესტივალო ჩვენებებმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

26 სექტემბერს კი თეატრი უკვე თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარსდგა.

აღსანიშნავი და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ასევე ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი, რომელიც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრმა საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან ერთად დააფუძნა. ფესტივალი 8-13 სექტემბერს გაიმართა ბათუმში. ფესტივალის ფარგლებში 7 თეატრის მიერ 10 სპექტაკლის ჩვენება გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S