
"მოძრაობა აფხაზეთისთვის" "იარე ლიზას" და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განცახდებით ეხმიანება
06/10/2023 16:04:14 კონფლიქტები, საზოგადოება
"მოძრაობა აფხაზეთისთვის" განცახდებით ეხმიანება ფილმ "იარე ლიზას" და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
"იარე ლიზა’’ არის ფილმი, რომლის პრემიერაც „საზეიმოდ“ დაამთხვიეს აფხაზეთის დაცემის 30 წლისთავს. ფილმი შინაარსობრივად პირადად ჩვენთვის, თითოეული დევნილისთვის, რომლებმაც გოლგოთის გზა გამოიარეს, ვეტერანებისთვის, ომში დაღუპული გმირების და მათი ოჯახის წევრებისთვის სულში ჩაფურთხებაა.
სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ეს ფილმი წარმოეჩინათ , როგორც სამშვიდობო პროცესის უმნიშვნრლოვანესი კომპონენტი . ამ დროს ცალსახად შემიძლია ვთქვა, მე როგორც ადამიანი, რომელმაც წლები მიუძღვნა ნდობის აღდგენის პროცესს და სამშვიდობო პოლიტიკას ორად გაყოფილ საზოგადოებას შორის , ეს ფილმი არ ემსახურება ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას. ფილმი პირიქით, ზრდის დაპირისპირების ამპლიტუდას და ამის გასამყარებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ შემდეგი არგუმენტები:
✓ ნდობის აღდგენა კონფლიქტში მონაწილე ერთი მხარის კეთილგანწყობის ხარჯზე, მეორე მხარის დისკრედიტაცია ყოვლად მიუღებელია...
✓ პროდუქტი , რომელიც იქმნება როგორც ინსტრუმენტი მშვიდობის მშენებლობის პროცესში , ის არ უნდა იყოს ფოკუსირებული კონმფლიქტის შედეგად მიღებული ,,ანესთეზირებული" ტრამვების განახლებაზე... როგორც ამას რეჟისორი ამბობს.
✓ არ შეიძლება ნდობის აღდგენის და შერიგების პროცესში აქცენტირება ნეგატივზე, ძალადობაზე და კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე, რომელიც ამ ფილმში ძალიან ჭარბობს.
სწორედ ამ და ზემოთ ხსენებული ფაქტების უგულვებელყოფამ გამოიწვია დევნილებში სამართლიანი პროტესტი. შესაბამისად მივიღეთ ისედაც ორად გახლეჩილი საზოგადოების მეტად პოლარიზება, საერთაშორისო ასაპარეზზეც ნეგეტიურად აისახება ეს ყოველივე, თითქოსდა ქართულმა მახარემ ,,გენოციდი“ მოუწყო ეთნიკურ აფხაზებს და ამ ყველაფრისთვის ჩვენ ვალდებული ვართ ბოდიში მოვიხადოთ.
ჩვენ, ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში ვაკვირდებოდით იმ პროცესებს, რომლებიც ვითარდებოდა ცნობილი ,,ჩვენი’’ პროტესტის შემდგომ. პარალელურად გავდიოდით კონსულტაციებს ექსპერტებთან, სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენელებთან და ზოგადად დევნილ საზოგადოებასთან . საბოლოოდ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ფილმი „იარე ლიზა“ არის ცალკეული გამოვლინება იმ სისტემური დამოკიდებულების, რომელიც აქვთ ზოგადად დღევანდელ პოლიტიკურ ისტებლიშენტს დევნილი საზოგადოების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართ.
ჩვენი მიზანია, აღმოვფხვრათ ამ სისტემური პრობლემის მიზეზი და არა საბაბი, ამ ფაქტმა უზარმაზარი ჩრდილი მიაყენა ნდობის აღდგენის პროცესს.
ჩვენის აზრით, ახლა, როცა რეგიონში ესეთი გეოპოლიტიკური რყევები ხდება და გვიჩნდება რეალური შესაძლებლობა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია, გვერდზე გადავდოთ ჩვენი პირადი ინტერესები და ვიფიქროთ იმ ზეპარტიულ ამოცანაზე, რასაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია.
ნეგატივთან ერთად, ამ ყოველივეს აქვს პოზიტიური მხარეც... დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ ბევრი ცდილობს პოზიციის დაფიქსირებას თავი აარიდოს.
პოლიტიკურ პარტიებს, პოზიცია კონკრეტულად ამ ფილმთან დაკავშირებით, რომელზედაც დაიხარჯა თითქმის 2 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და რომელმაც ცალსახად გამოიწვია უკმაყოფილება საზოგადოების მხრიდან, არის გაურკვეველი და ბუნდოვანი.
• ხელისუფლების მიერ თითის გაშვერა სხვა მიმართულებით არადამაკმაყოფილებელია და არ ათავისუფლებს მოქმედ მთავრობას დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობისაგან. კულტურის სამინისტროსგან მოვითხოვთ გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, რათა დადგეს იმ ადამიანების პასუხისგებლობის საკითხი, რომელთა თაოსნობითაც ეს შედეგი დადგა;
• თუ კულტურის სამინისტროს და კინოცენტრის ეგიდით ეს ფილმი იქმნებოდა, რატომ არ იყო ამაში ჩართული შერიგებისა და სამოქალაქო თანხმობის მინისტრის აპარატი?
• რატომ არ აფიქსირებს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ამ ფილმთან დაკავშირებით თავის პოზოციას?
• რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილს, როგორც ინფორმაციამ გამოჟონა "ფილმის კრიტიკა ნიშნავს ნანა ჯანელიძის კრიტიკას და (ავტომატურად) თეა წულუკიანის გაძლიერებას", ძალიან სუსტი, არაკომპეტენტური და უსუსური არგუმენტია. მეორე ნაწილი ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებისდაგამო თავიანთ პოზიციას არ აფიქსირებს. ამიტომ გირჩევთ დააფიქსიროთ თქვენი პოოზიცია და დამოკიდებულება ამ ფილმთან დაკავშირებით!
წლების განმავლობაში დევნილი საზოგადოება ყველა ხელისუფლების და არა მარტო ხელისუფლემის მიერ მრავალჯერ მოტყუებული აღმოჩნდა. დევნილთა სოციალური პრობლემები და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხები , მხოლოდამოლოდ წინა საარჩევნო პროპაგანდის ნაწილი ხდებოდა.
ფილმმა ,, იარე ლიზა“ და იმ პროცესებმა, რაც განვითარდა, მკაფიოდ დაგვანახა ის სისტემური პრობლემები, რომლებიც არსებობს დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და დევნილებთან მიმართებაში. შესაბამისად მივედით დასკვნამდე, რომ ჩვენ, დევნილებმა მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი პროცესებისგან გარიყულები ვართ, უნდა დავსახოთ ის მნიშვნელოვანი ამოცანები, რომლებიც მიგვიყვანენ აფხაზეთამდე!!! ამ სისტემურ პრობლემებს ჩვენ, დევნილები გავცემთ ორგანიზებულ პასუხს, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი უფლებების დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად! ჩვენი პასუხი არის შემდეგი: ,,ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა მშვიდობით-მშვიდობის დამყარებისთვის“!",– ვკითხულობთ განცხადებაში.