Accentnews.ge
მდინარაძის თქმით, კობახიძის განცხადება, რასაც გაურკვევლობა მოჰყვა, ხუმრობა იყო

მდინარაძის თქმით, კობახიძის განცხადება, რასაც გაურკვევლობა მოჰყვა, ხუმრობა იყო

06/10/2023 16:59:30 პოლიტიკა

საზოგადოებაში წარმოქმნილი გაურკვევლობის შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომ პარლამენტი პრეზიდენტს არ გადაუგზავნის აქციებზე კარვების ამკრძალავ ცვლილებებს ხელმოსაწერად, ამავე პარტიის აღმასრულებელმა მდვანმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ კობახიძემ იხუმრა.

„გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, - თქვა კობახიძემ. აღნიშნული მუხლი ამბობს, რომ "გონებრივი, სავაჭრო და სამეურნეო-სამრეწველო პროფესიის თავისუფალი განვითარება უზრუნველყოფილია რესპუბლიკის კანონებით".

მდინარაძის თქმით, ეს განცხადება იყო ხუმრობა.

მისივე თქმით, ცვლილებები უკვე გადაიგზავნა პრეზიდენტთან.

„მარტივად რომ ავხსნათ, რასაც წინა პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე სამი დღის განმავლობაში, ირაკლი კობახიძის ერთი ანალოგიური განცხადება იყო გაკეთებული და სოციალური ქსელები ჩამოიქცა, სერიოზული კომენტარები აკეთეს. ასეთი მარტივი მხილება მართლა შეუძლებელი მეგონა. ერთი მარტივი ხუმრობით მათი იურისპუნდენცია, განსწავლულობა, კვალიფიკაცია, აღქმა ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა", - თქვა მდინარაძემ და დასძინა, „ერთი მარტივი ხუმრობით ოპოზიცია, პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ზუსტად ნახევარ საათში ჩამოიშალნენ".

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცვლილებებს ვეტო–ს დაადებს და საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა.

"შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.

"ქართული ოცნების" 7-მა წევრმა დეპუტატმა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები 2 ოქტომბერს წარუდგინა. ისინი კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი დაგეგმილ ცვლილებებში „პროტესტის აკრძალვის” მცდელობას ხედავენ და ამბობენ, რომ ეს ცალსახად უკან გადადგმული, არადემოკრატიული ნაბიჯი იქნება.

საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში დემონსტრანტებს აეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია როგორც სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე „სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია”.

აქციის მონაწილეებს აეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

დავამ შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S