საქართველოს ელჩი ისრაელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს
07/10/2023 09:40:04 პოლიტიკა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მოგესალმებით! ღაზას სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთიდან ცენტრამდე (აშკელონიდან შდეროთი; ბეერ შევა; - თელ ავივის ჩათვლით).ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე ტერორისტმა შეაღწია ისრაელის სამხრეთის ქალაქებში.შეგახსენებთ განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში, უსაფრთხოების წესებს:
შენობაში ყოფნისას - უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები; შენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;
დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.
თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება აღნიშნულ ლინკზე https://www.oref.org.il/en? საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +972526919092;ან +972 52-8888513და +972 54-7386813მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“,- წერს ლაშა ჟვანია.


