სალომე ზურაბიშვილი – ისრაელზე თავდასხმას ეხმაურება: ტერორის ადგილი თანამედროვე სამყაროში არ უნდა იყოს
07/10/2023 13:55:12 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
"ღრმად შეშფოთებული ვართ ისრაელში ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულ ადამიანების დაღუპვის გამო. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში. ტერორის ადგილი თანამედროვე სამყაროში აღარ უნდა იყოს", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. ჰამასი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ვრცელდება ინფორმაცია 22 დაღუპულის და 500-ზე მეტი დაშავებულების შესახებ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანა ომშია, თავდაცვის მინისტრმა კი საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად მზადყოფნა გამოაცხადა.


