Accentnews.ge
ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის "ცხელი ხაზი" ამოქმედდა

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის "ცხელი ხაზი" ამოქმედდა

08/10/2023 05:16:36 პოლიტიკა

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. ლაშა ჟვანიას თქმით, საელჩოში ამოქმედდა "ცხელი ხაზიც".

„ღაზას სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთიდან ცენტრამდე (აშკელონიდან შდეროთი; ბეერ შევა; თელ ავივის ჩათვლით). ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ტერორისტმა შეაღწია ისრაელის სამხრეთის ქალაქებში.

შეგახსენებთ განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში, უსაფრთხოების წესებს:

  • შენობაში ყოფნისას – უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები;
  • შენობის გარეთ ყოფნისას – იმ შემთხვევაში, თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
  • ავტომობილში ყოფნისას – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
  • დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;
  • სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;
  • დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს, არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.
  • ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.

თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ "ცხელ ხაზზე": +972526919092; ან +972 52-8888513; +972 54-7386813.

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“, – წერს ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასი", რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა, დაშავებულია1 864–ზე მეტი პირი. როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, დღეს დილის მონაცემებით, 1 864 დაშავებული ადამიანიდან, 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, 326–ის სტაბილურად მძიმე. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი „შურს იძიებს ამ შავი დღისთვის“.

იმავე დღეს ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 232 პალესტინელი და დაშავებულია 1 697 პირი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S