Accentnews.ge
პარლამენტთან, სადაც კარვებია გაშლილი, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

პარლამენტთან, სადაც კარვებია გაშლილი, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

10/12/2019 21:41:51 სხვა, სამართალი

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ გაშველებას პოლიცია და იქ მყოფი მოქალაქეები ცდილობდნენ. რასთან დაკავშირებით დაიწყო ჩხუბი ჯერ უცნობია. ჩხუბის ამსახველ ვიდეოს "TV პირველი" ავრცელებს. 


სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ორმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ერთი მათგანი კი ფიზიკურად გაუსწორდა აქტივისტს, რასაც ორმხრივი დაპირისპირება მოჰყვა.

აქტივისტი ვახტანგ გაგნიძე ვარაუდობს, რომ ამ პირებს კავშირი აქვთ ორგანიზაციასთან „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“, რომელმაც პარლამენტთან კარავი 10 დეკემბერს, საღამოს გაშალა და აპროტესტებს, რომ აქციების ორგანიზატორი „სირცხვილია“ და სხვა სამოქალაქეო მოძრაობები საზოგადოების სახელით ლაპარაკობენ.

„შევინარჩუნოთ სიცოცხლე“-ს აქტივისტმა შალვა კუჭაშვილმა „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ ერთ-ერთი პირი ძალადობის ფაქტამდე მათ კარავთან იმყოფებოდა და გაესაუბრა, თუმცა ორგანიზაციას ამ ადამიანებთან არანაირი კავშირი არ აქვს. კუჭაშვილის განცხადებით, ის მომხდარ ფაქტს გმობს.

პარლამენტთან ინციდენტი საღამოსაც მოხდა, მას შემდეგ რაც იქ მმართველი გუნდის მხარდამჭერი მოძრაობა "გადაარჩინე სიცოცხლე" მივიდა და კარვის გაშლა დაიწყო. 

"დაპირისპირება არ მომხდარა და ამას არც დავუშვებ. მე ვიცი შვილის სიკვდილი რა არის და არასდროს ვიტყოდი, "სოსო რობაქიძე საკუთარი შვილით ვაჭრობსო". ამაზე დამისვეს კითხვა, რამაც გამაღიზიანა და შემდეგ მე თავად დავსვი კითხვები",- გამარტა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც ორი წელია, შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს და წელიწადია, რუსთაველზე კარავი აქვს გაშლილი. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S