Accentnews.ge
აშშ-ის ახალმა ელჩმა, რობინ დანიგენმა ფიცი დადო

აშშ-ის ახალმა ელჩმა, რობინ დანიგენმა ფიცი დადო

08/10/2023 18:02:11 პოლიტიკა

აშშ-ის ახალმა ელჩმა, რობინ დანიგენმა ფიცი დადო.

„31 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რობინ დანიგენი მუშაობდა აშშ-ის ინტერესების ხელშესაწყობად მთელ მსოფლიოში. რობინ დანიგენი გამოჩენილი დიპლომატი და ადამიანია. მისი ხელმძღვანელობით ჩვენი მნიშვნელოვანი ურთიერთობა საქართველოსთან განვითარდება," - ამბობს ვოქტორია ნულანდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი,“ - ამბობს ვიქტორია ნულანდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი 14 თებერვალს წარადგინა. 28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რობინ დანიგენი მუშაობდა ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში. იგი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში.

2018-2021 წლებში დანიგენი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე იყო.

რობინ დანიგენმა სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობა 1992 წელს დაიწყო და კარიერის მანძილზე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ – სალვადორში.

დანიგენმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი „ეროვნული ომის კოლეჯში“ მიიღო. ასევე მაგისტრის ხარისხს ფლობს საგარეო ურთიერთობების მიმართულებით ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან. დანიგენი საუბრობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე.

საქართველოში რობინ დანიგენამდე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გახლდა. კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.

"თითქმის ოცდაათწლიანი კარიერის განმავლობაში ელჩი დეგნანი ფოკუსირებული იყო პოლიტიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ საქმეებზე. იგი მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის მოადგილედ და ელჩის მოვალეობის შემსრულებლად რომსა და პრისტინაში, ასევე, მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ბოცვანაში, პაკისტანსა და თურქეთში.

ელჩი დეგნანი მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში, უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის პოზიციაზე ავღანეთში სალერნოს ბრიგადის საბრძოლო ჯგუფში, სადაც მიიღო სახელმწიფო მდივნის ჯილდო საექსპედიციო სამსახურისთვის – ერთ-ერთი მრავალჯილდოთაგანი მისი კარიერის განმავლობაში. ელჩი დეგნანი, ასევე, იყო აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობის ოთხვარსკვლავიანი მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი, ასევე, მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში.

დედაქალაქ ვაშინგტონში ელჩი დეგნანი მსახურობდა აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ ჯონ კერის სახელმწიფო მდივნობისას. ასევე, მსახურობდა სახელმწიფო მდივან ოლბრაიტისა და მდივნის პოლიტიკურ საქმეთა სამი მოადგილის: მარკ ფროსმანის, უილიამ ბერნსისა და ნიკოლას ბერნსის სპეციალურ თანაშემწედ.

ელჩი დეგნანი კალიფორნიის შტატიდანაა. მას მიღებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ნორსვესტერნის უნივერსიტეტის მედილის ჟურნალისტიკის სკოლაში და სამართლის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის ცენტრში. დიპლომატიური სამსახურის დაწყებამდე ელჩი დეგნანი მუშაობდა როგორც ჟურნალისტის, ასევე იურისტის რანგშიც. იგი მუშაობდა იურიდიულ მრჩევლად მიკრონეზიასა და პალაუში" - წერია ელჩის ბიოგრაფიაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S