როგორ გადავიტანოთ კრიპტო საბანკო ანგარიშზე? - ინსტრუქცია დამწყებთათვის

08-10-2023 10:13:00 საზოგადოება ,რეკლამა

ეტაპობირვად ყველა თანხმდება რომ ბლოკჩეინი, რევოლუციური ფინანსური ტექნოლოგიაა. მზარდი პოპულარობის გამო, მის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა ფინანსურ ინსტიტუტებს შორისაც. დღევანდელ ეპოქაში თითოეული ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, დაინტერესებულია თუ არა იგი ამ სფეროთი, აუცილებელია, ისწავლოს კრიპტოვალუტის საფულეების გამოყენება და დამუშავება ტრადიციულ საბანკო ანგარიშებთან ერთად. რატომ? მიზეზი კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეიონ ტექნოლოგიების მუდმივად განვითარება, მიმღებლობის ზრდა და პოპულარულობაა. ამ სტატიიდან უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ დიჯიტალურ ფინანსებზე, კრიპტოვალუტასა და ბლოკჩეინ ტრანზაქციაზე, ასევე, იმაზე, თუ როგორ უნდა გადავიტანოთ კრიპტო საბანკო ანგარიშზე.

რატომ უნდა დავაკონვერტიროთ კრიპტო ფიატში?

კრიპტო ენთუზიასტები ვარაუდობენ, რომ კრიპტოვალუტები სულ მალე ჩაანაცვლებენ ფიატ ვალუტას ყოველდღიურ ტრანზაქციებში. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით ამ გეგმის განხორციელებამდე კიდევ ბევრი დროა დარჩენილი, სერვისებისა და პროდუქტების შესაძენად კი დღესდღეობით მაინც სახელმწიფო ვალუტის გამოყენებაა საჭირო.

კრიპტო ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, შექმნის დღიდან, ყოველთვის ის იყო, რომ აქტივების ფასები სწრაფად და არაპროგნოზირებადი მიმართულებით იცვლებოდა. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად კი შეიქმნა სტეიბლკოინები, რომლებიც ბაზრის ცვალებადობის მიმართ რეზისტენტულები არიან. იმ ინვესტორებს, რომლებიც სტეიბლკოინებს იყენებენ ტრანზაქციებისთვის, შესაძლებლობა აქვთ ბაზრის არასტაბილურობისაგან დაიცვან თავი. ამგვარად, თუკი თქვენთვის მთავარი პრობლემა კრიპტო ბაზრის არამდგრადი ხასიათია, აღნიშნული პრობლემის გადაჭრა სტეიბლკოინების საშუალებითაა შესაძლებელი.

დღესდღეობით, არაერთი კრიპტო ბირჟა, მაგალითად, WhiteBIT, გაძლევთ შესაძლებლობას, კრიპტო გაიტანოთ ანგარიშიდან. იმისათვის რომ კრიპტოვალუტის გატანა შეძლოთ, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ბირჟა. შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ყველა ბირჟა კრიპტოს პირდაპირ ფიატ ვალუტაში გადაკონვერტირებას არ შემოგთავაზებთ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტსაც, რომ ხშირ შემთხვევაში, კრიპტოს ფიატში გადაკონვერტირება არჩეული ბანკის სისწრაფეზეა დამოკიდებულია. მაგალითად, თანხის გატანის პროცესმა, WhiteBIT-სა და Binance-ზე, შესაძლოა, რამდენიმე წუთიდან, სამ დღემდე გასტანოს.

იმისთვის, რომ ბირჟიდან თანხის გამოტანა შეძლოთ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, გაიაროთ ვერიფიკაცია. თანხის შეტანისას, ბირჟების გარკევული ნაწილი ვერიფიკაციას არ გთხოვთ, თუმცა, გატანის შემთხვევაში, ვერიფიცირება, ძირითად შემთხვევებში, სავალდებულო ეტაპია. მაგალითისთვის, თუკი კრიპტო ბირჟაზე იყიდეთ ბიტკოინი, გადაცვალეთ Ethereum-ში და რაღაც პერიოდის შემდეგ მისი გატანა ტრადიციულ ფულში გსურთ, ვერიფიკაცია ნამდვილად დაგჭირდებათ.

Რა უნდა გაითვალისწინოთ თანხის გადაცვლისას?

იმისთვის, რომ კრიპტო ფიატში გადაცვალოთ, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციები დაადასტუროთ.

ქოინები და საფულე, რომელზეც თანხა გადაიგზავნება, ერთსა და იმავეს კრიპტოვალუტას უნდა წარმოადგენდნენ. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ Ethereum-ს ბიტკოინის მისამართზე გადაგზავნით, აქტივები სამუდამოდ დაიკარგება. დღესდღეობით, არაერთი ბირჟა გთავაზობთ პლატფორმაზე ჩაშენებულ ფუნქციონალებს, რომლებიც აღნიშნული შეცდომის დაშვებისაგან დაგიცავთ.

ასევე, აუცილებელია, რომ მისამართი სრულად დააკოპიროთ. მაგალითისთვის, გადაკოპირებისას ხშირია იმგვარი შეცდომების დაშვება როგორებიცაა, საწყისი და ბოლო სიმბოლოების გამორჩენა. კრიპტოს გადაგზავნისას მისამართის არასწორად მითითება თქვენი თანხის სრულად დაკარგვას გამოიწვევს.

ამიტომაც, რეკომენდებულია, მისამართის გადაკოპირებისას პლატფორმაში ჩაშენებული ფუნქციონალი გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მისამართის გადაკოპირება ან ღილაკებზე ხელის დაჭერა უფრო მეტი სიხშირით დაგჭირდეთ, თუმცა, ამის საპირწონედ გეცოდინებათ, რომ თქვენს თანხას სწორ მისამართზე აგზავნით და შესაბამისად, თავიდან აირიდებთ მის დაკარგვას.

გადაცვლის მეთოდები

კრიპტოს ფიატში გადასაცვლელად სხვადასხვა გზები არსებობს. შესაბამისად, კომფორტულობიდან, სისწრაფიდან და სარგებლიანობიდან გამომდინარე ნებისმიერი ჩვენგანი ჩვენთვის ყველაზე სასურველ ვარიანტს ირჩევს. ყველაზე ხშირად გამოყენებულ გადაცვლის მეთოდებს შორისაა:

● კრიპტო პლატფორმები. გადაცვლის ამ ფორმას ადამიანების დიდი ნაწილი ანიჭებს უპირატესობას. ონლაინ სერვისები მრავალ ვალუტას სთავაზობენ გადასაცვლელად თავიანთ მომხმარებლებს და ამასთან, ყურადღებას აქცევენ გაცვლის კურსსა და ტრანზაქციის სისწრაფეს. მაღალი შეზღუდვების ან კონკრეტულ ბირჟაზე სასურველი კრიპტოს შეზღუდული ბალანსის გამო, USDT-ის სასურველ ფასად შეძენა შეიძლება გართულდეს ამიტომ მათი გამოყენების დროს ეს უნდა გაითვალისიწინოთ.

● ბირჟები. ტრადიციული კრიპტო პლატფორმებისაგან განსხვავებით, ბირჟები შესაძლებლობას გაძლევენ ივაჭრო კრიპტო აქტივებით და იყიდო ან გაყიდო USDT. ბირჟის არჩევისას მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ მის მიერ დაწესებულ პირობებს, მათ შორის, მისაღებია თუ არა შემოთავაზებული გაცვლის კურსი, რამდენად სწრაფად ხორციელდება ტრანზაქციები, რა პოტენციურ სარგებელს შეგიძლიათ ელოდოთ ბირჟიდან და სხვ. Ბირჟებს როგორც წესი მაღალი ლიკვიდურობა გააჩნიათ, ამიტომ აქ პროცესი ბევრად სწრაფი და კომფორტულია.

● საგადახდო სისტემები. PayPal, Perfect Money, და სხვა საგადახდო სისტემების მაგალითებად შეგვიძლია აღვიქვათ. ელექტრონული გადახდის სისტემები ან EPS აადვილებს კრიპტოვალუტის გადარიცხვას სასურველ გადახდის მეთოდზე, ბირჟის ანგარიშის შევსებას, გადაცვლის დასრულებას და შესყიდვებსაც კი. სადებეტო ბარათები შეიძლება გაიცეს სპეციალური სისტემებით ონლაინ საცალო ვაჭრობისთვის, ვალუტის ავტომატური კონვერტაციით გაყიდვის პუნქტში.

● P2P ტრეიდინგი. მომხმარებლები თანხას ფინანსური ტრანზაქციების დროს ცვლიან. მაგალითად, თუკი ერთ ადამიანს სურს კრიპტოს გაყიდვა, მეორე ადამიანს კი ყიდვა, ისინი შეთანხმდებიან, ყოველგვარი შუამავლის გარეშე და შეძლებენ მათთვის სასურველი სერვისის მიღებას. ამგვარად, შესაძლებელი იქნება P2P ვაჭრობის შედეგად, თქვენ მიერ სასურველი თანხა კრიპტოში გადაცვალოთ ისე, რომ არ დაგჭირდეთ ცენტრალიზებულ სისტემასთან შეხება.

ყველაზე პრაქტიკული, უსაფრთხო და ამასთან, პოპულარული ფორმები ვალუტის გადასაცვლელად, ცენტრალიზებული ბირჟები ან P2P პლატფორმებია. აღნიშნული ბიზნესების უპირატესობა მათი სისწრაფე, სისწორე და ამავდროულად, სიიაფეა.

როგორ გადავიტანოთ კრიპტო საბანკო ანგარიშზე?

თუ ყველა ოპერაციას სწორად შეასრულებთ, თანხის გადატანა საკმაოდ მარტივი პროცესია. ამისთვის მოგიწევთ კრიპტოს საბანკო ანგარიშზე გადატანის მარტივ ეტაპებს მიჰყვეთ:

● ტრანზაქციის დაწყება. თუკი ჯერ არ შესულხართ თქვენს ანაგრიშზე, გაიარეთ ავტორიზაცია, აირჩიეთ გაცემა (კრიპტო) და მიღება (საბანკო ბარათი) და მიუთითეთ თქვენთვის სასურველი თანხის ოდენობა კრიპტოში ან სახელმწიფო ვალუტაში. შემდგომ, მენიუდან აირჩიეთ “გაყიდვის” ღილაკი.

● თუკი კრიპტოვალუტა თვქენ კრიპტო საფულეზე გაქვთ, ის თქვენს ბირჟის ანგარიშზე უნდა გადაიტანოთ. კრიპტოს ბირჟაზე გაყიდვით შესაძლებლობა გაქვთ ისინი სხვადასხვა ვალუტებში, მათ შორის ყველაზე პოპულარულ გირვანქა სტერლინგში, აშშ დოლარსა და ევროში გადაცვალოთ. ვალუტის არჩევისას ყურადღებით იყავით, რომ თქვენთვის სასურველი გადასაკონვერტირებელი ვალუტა მიუთითოთ.

● მას შემდგომ, რაც ზემოთ მოცემულ ოპერაციებს შეასრულებთ, დროა, თანხა კრიპტო ანგარიშიდან თქვენს საბანკო ანგარიშზე გადაიტანოთ. ამისთვის, აუცილებელია, თქვენი ანგარიშის ინფორმაციის მითითება, მათ შორის, ბანკში დაფიქსირებული სახელი, ბანკის სახელწოდება და IBAN. ინფორმაციის სწორად მითითების შემდგომ, კრიპტო ანგარიშთან თქვენი საბანკო ანგარიშის დაკავშირებასაც შეძლებთ საბანკო მონაცემების მითითების შედეგად.

● თანხის მიღება. გადახდის დადასტურების შემდეგ, პლატფორმა დაუყოვნებლივ გადაგზავნის ფიატს თქვენს საბანკო ანგარიშზე. ბანკების უმეტესობა ამ პროცესს დაუყოვნებლად ასრულებს, თუმცა ზოგჯერ გადახდის დადასტურებას შესაძლოა რამდენიმე სამუშაო დღეს დასჭირდეს.

როგორც ხედავთ, თანხის გადარიცხვა მარტივია. ერთადერთი, რასაც უნდა ადევნოთ თვალყური, არის ინფორმაციის სისწორე და აქტივების რაოდენობა, რომლითაც გსურთ ვაჭრობა.

როგორ გადავრიცხოთ თანხა უსაფრთხოდ?

ყველა ტიპის ტრანზაქცია, რომელიც ონლაინ ხორციელდება, შესაძლოა, გარკვეულ რისკებს შეიცავდეს. განაგრძეთ კითხვა და გაიგეთ, თუ როგორ შეიძლება თანხა ონლაინ რეჟიმში უსაფრთხოდ და დაცულად გადარიცხოთ:

● კარგად შეამოწმეთ მისამართი, საიდანაც ფულს გზავნით და მისამართი სადაც ფულს გაგზავნით. აღნიშნულ პროცესს უფრო დააჩქარებთ თუ მისამართის პირველ და ბოლო სიმბოლოებს შეამოწმებთ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს შანსები, გარკვეული ხარვეზი გაიპაროს, აუცილებელი და რეკომენდებულია, რომ მთლიანად შეამოწმოთ გადახდის მისამართი. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ვირუსებისაგან თავის დასაზღვევად ანტივირუსის პროგრამა გამოიყენოთ.

● მოერიდეთ ფიშინგის ვებ-გვერდებს. თაღლითებს შესაძლებლობა აქვთ მიითვისონ თქვენი თანხა ან პირადი მონაცემები თავიანთი კრიპტო საფულის, ბირჟის, პლატფორმის ან სხვა ბიზნესის მსგავსი ყალბი ვებ-გვერდის შექმნით. ამ დროს, შესაძლოა, გართულდეს ყალბის ნამდვილისაგან გარჩევა. ამიტომაც ფრთხილად იყავით და თითოეულ დეტალს მიაქციეთ ყურადღება. თუკი ფიშინგის მსხვერპლი გახდებით, მეტად სავარაუდოა, რომ თქვენ მიერ მითითებული და გადარიცხული თანხა არალეგალურად მიითვისონ თაღლითებმა, შედეგად კი თანხა სრულად დაკარგოთ.

● დააკვირდით საკომისიოებს. გაითვალისწინეთ, რომ კომისიების გამო თქვენი თანხა სრულად არ აისახება თქვენსავე ანგარიშზე. ბირჟიდან თანხის გადარიცხვისას, უმეტეს შემთხვევაში, საკომისიო დაგეკისრებათ, თითოეულ ბირჟასა და ამასთან, ვალუტას მისთვის განკუთვნილი გატანის საკომისიო აქვს. მაგალითად, XRP და TRX ტოკენების გატანა რამდენიმე ცენტი ღირს, ხოლო BTC-ის ან ETH-ის გატანა 3-დან 5 აშშ დოლარამდე მერყეობს.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თაღლითებთან შეხვედრის ან ფულის დაკარგვის გარკვეული საშიშროება, კრიპტოვალუტის გატანა მარტივია, თუ ამას სწორად გააკეთებთ. არსებობს მეთოდები, რომელიც როგორც ახალი, ასევე გამოცდილი ტრეიდერებისთვის არის მისაღები. კრიპტოს გატანა ბირჟების დახმარებით ყველაზე უსაფრთხო და პრაქტიკულია დამწყებთათვის და ბევრი მათგანი მიმზიდველია მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ინტერფეისისა და ოპერატიული დახმარების გამო. თუმცა, დროის სვლასთან ერთად, კრიპტოს ფიატში გადაკონვერტირების მეთოდების რაოდენობა უფრო და უფრო მეტად იზრდება. თითოეულ მათგანს თავისი პოტენციალი, შესაძლებლობები და ბენეფიტები აქვს. ამიტომაც, ყურადღებით აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი და გადააკონვერტირეთ კრიპტო სახელმწიფო ვალუტაში სწრაფად, მარტივად და მინიმალური რისკების გათვალისწინებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები