
ბანკი "ქართუ" ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს უჩივის
11/12/2019 05:30:08 სხვა, სამართალი
ბანკი "ქართუ" ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს სასამართლოში უჩივის. დავის საფუძველი კაპანაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სატატუსი გახდა. ამ სტატუსში ის ბანკს "მევახშე ინსტიტუტად" მოიხსენიებს.
ჟურნალისტის თქმით, 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატუსზე ბიძინა ივანიშვილის იურისტებს ჩატარებული აქვთ ექსპერტიზა, მათ სტატუსის გაზიარების რაოდენობა დაადგინეს და დაასკვნეს, რომ ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულმა სტატუსმა საზოგადოებას ბანკი "ქართუს" შესახებ უარყოფითი წარმოდგენა შეუქმნა.
"როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის იმის გამო გაბრაზდა, რომ ის ტყუილში ვამხილე და საკუთარ იურისტებს დაავალა, სარჩელი პირადად ჩემს წინააღმდეგ მოემზადებინათ. მათ კი სარჩელი მოამზადეს იმის გამო, რომ ბე "ფეისბუქში" დავწერე საჯარო პოსტი "ქართუს" შესახებ ივანიშვილის მიერ ინტერვიუში ნახსენები ტყუილის თაობაზე. ჩრდილოეთ კორეას ნამდვილად გადაასწრებს თავისი აზიური სტილის დიქტატურით",– აცხადებს ჟურნალისტი.