Accentnews.ge
14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

09/10/2023 12:04:51 სამართალი

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს მიიღო.

როგორც იუწყებიან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მცხოვრები 28 წლის ასიმ ასლანოვი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 14 წლის გოგოსთან. 28 წლის კაცმა მოზარდი ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა დაახლოებით, ორი თვის წინ. ასიმ ასლანოვი ამჟამად მიმალვაშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ამასთან, ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციამ ცალკე გამოძიება დაიწყო 150-ე პრიმა მუხლით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S