Accentnews.ge
ავღანეთში ბაგრამის ავიაბაზაზე თავდასხმა განხორციელდა

ავღანეთში ბაგრამის ავიაბაზაზე თავდასხმა განხორციელდა

11/12/2019 05:58:11 სხვა, მსოფლიო

ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ინფორმაციას ავღანეთის ხელისუფლებისა და ნატო-ს წარმომადგენლები ადასტურებენ. აფეთქების შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი. ხუთივე მათგანი ავღანელია.

როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, აფეთქების შემდეგ თავდამსხმელებმა ბაზის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს, რა დროსაც, მათ უცხოური ძალები დაუპირისპირდნენ. 

„როიტერის“ ცნობით, თავდასხმა მოგერიებულია. ავღანეთში ნატო-ს მისიის „მტკიცე მხარდაჭერის“ წარმომადგენელთა განცხადებით, კოალიციის ძალებს შორის არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის აშენებული სამედიცინო ცენტრი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S