
პომპეო: "ლავროვთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის"
11/12/2019 06:14:50 სხვა, მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის.
მისი თქმით, შეხვედრაზე უკრაინის საკითხე საუბარს მნიშვნელოვანი დრო დაუთმეს და მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გადაწყვეტა მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვით იწყება.
„ჩვენი საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას ეხებოდა. ამაყი ვარ იმით, რაც აშშ-ის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად გააკეთა. საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ყირიმი ეკუთვნის უკრაინას და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გადაწყვეტა მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვით იწყება,“- განაცხადა მაიკ პომპეომ.