Accentnews.ge
ბრიტანეთში ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის - ია გუდავაძის ვილა დაიწვა

ბრიტანეთში ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის - ია გუდავაძის ვილა დაიწვა

09/10/2023 15:35:26 სამართალი

ბრიტანეთში, სურეის საგრაფოში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის - ია გუდავაძის ვილა დაიწვა, - იუწყება Daily Mail.

მისივე ინფორმაციით, 10 მლნ გირვანქა სტერლინგად შეფასებულ სამსართულიან შენობაში ხანძარი მისი 3-წლიანი რეკონსტრუქციის დასრულებისთანავე გაჩნდა და ვილა სრულად გაანადგურა.

9 საძინებლის მქონე შენობაში საცხოვრებლად გადასვლას ია გუდავაძე ქალიშვილებთან - ლიანა ჟმოტოვასა და ია პატარკაციშვილთან ერთად გეგმავდა.

ოჯახს 300 მეტრში კიდევ ერთი - 2006 წელს ნაყიდი ვილა გააჩნია, რომელიც პატრაკაციშვილმა 2006 წელს შეიძინა, ორ წელიწადში კი - 2008 წლის 12 თებერვალს, სქოთლანდ იარდის ვერსიით, გულის შეტევით ამ შენობაში გარდაიცვალა.

როგორც Daily Mail აღნიშნავს, პატარკაციშვილი "რუსი დიქტატორის მოკავშირე იყო, მაგრამ მოგვიანებით მისი ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი მოწინააღმდეგე გახდა და სწორედ ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებს ბევრი მის მკვლელობაში".

2022 წელს პატარკაციშვილის ქვრივი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 66-ე ადგილს იკავებდა. მისი ქონება იმხანად 2.65 მლრდ გირვანქა სტერლინგად ფასდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S