Accentnews.ge
თბილისის მერია: მარიჯანის ქუჩაზე კედელი ჩამოიშალა

თბილისის მერია: მარიჯანის ქუჩაზე კედელი ჩამოიშალა

09/10/2023 16:48:57 საზოგადოება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა.

მისი ინფორმაციით, სხვადასხვა ლოკაციაზე ხეები წაიქცა, რამაც ელექტროსადენები დააზიანა, მარიჯანის ქუჩაზე კი კედელი ჩამოიშალა.

მერიის ცნობით, ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა.

"თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა. საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის "ცხელი ხაზი": 2722222", - აცხადებენ მერიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S