უკრაინულ ლვივში ავარიის შედეგად ეკა ტყეშელაშვილი დაშავდა
10/10/2023 01:13:46 პოლიტიკა
უკრაინის ქალაქ ლვივში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი დაშავდა, - იუწყება უკრაინული მედია.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევა 8 ოქტომბერს ქალაქ ბუსკთან მოხდა, ერთმანეთს Hyundai-ს და Audi-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
ეკა ტყეშელაშვილი კლინიკაშია მოთავსებული.
ცნობისთვის: საქართველოს ექს-მინისტრი უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული ინიციატივის ხელმძღვანელია.


