
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 მაისს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ
27/05/2019 03:48:55 სხვა, საზოგადოება
თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტრომმარაგება შეეზღუდება. „თელასში“ მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებენ.
ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლებისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვისა და ჭელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის, მირცხულავას, წყალტუბოსა და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ტყვარჩელის, ბერბუკის, ასლანიდის, ალმასიანის, ბიძინა კვერნაძის, აფაქიძის, ბოჭორიშვილისა და ფიზკულტურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ლვოვის, კანდელაკის, ლევანდოვსკის, ლომონოსოვის, გამყრელიძის, ცხინვალის, ონიაშვილის, ყუშიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 და მე-13 კილომეტრების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიუმას ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ ტაბახმელას, თელეთის, შინდისისა და წავკისის მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა კიკეთისა და სოფელი დიდების მაცხოვრებლებს.