
შსს ქუთაისში მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს არ ადასტურებს
11/12/2019 07:21:51 სხვა, სამართალი
შსს ქუთაისში მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს არ ადასტურებს.
"არ ვადასტურებთ აღნიშნულ ფაქტს. ჩვენთან მსგავსი შეტყობინება არ შემოსულა", – განუცხადეს "აქცენტს" შსს–ში.
ცნობისთვის: "ქუთაისიპოსტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მსხვერპლით დასრულდა.
"როგორც თვითმხილველები ყვებიან, სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი ერთ-ერთ მაღაზიასთან მაშინ დაიწყო, როდესაც ისინი სკოლაში მიდიოდნენ. წინასწარი ინფორმაციიით, ერთმა მოზარდმა მეორეს ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენა, რასაც მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა.
როგორც "ქუთაისიპოსტს" მაზაღიაში განუცხადეს, მათთან მისული იყვნენ სამართალდამცველები და კამერების ჩანაწერები წაიღეს.
თვითმხილველების თქმით, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები", – იუწყება "ქუთაისიპოსტი".