
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებაა
11/12/2019 07:35:01 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებაა. როგორც დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება მამუკა მუმლაძეს, რომელიც მანამდე ხელმძღვანელობდა ხსენებულ სამსახურს, იგი კვლავ მერიაში გააგრძელებს საქმიანობას.
"მინდა, მამუკას დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. იგი აგრძელებს ჩვენთან მუშაობას. ვიქტორს წარმატებები მინდა ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის: ვიქტორ წილოსანი დღემდე მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.