Accentnews.ge
კალაძე: მარიჯანის ქუჩაზე კედელი მიმდინარე მშენებლობიდან არ ჩამოშლილია, დაუსრულებელი პროექტია

კალაძე: მარიჯანის ქუჩაზე კედელი მიმდინარე მშენებლობიდან არ ჩამოშლილია, დაუსრულებელი პროექტია

10/10/2023 08:49:36 საზოგადოება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, მარიჯანის ქუჩაზე მდებარე ნაგებობა, სადაც გუშინ ქარის შედეგად კედელი ჩამოიშალა, მიმდინარე მშენებლობა არაა.

მისი თქმით, ობიექტი კომპანია "ცენტრ პოინტის" მიერ დაუსრულებელი პროექტია.

კალაძე ამბობს, რომ ამ შენობის დემონტაჟი მოხდება.

"გუშინ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა, თითქოს ეს იყო მშენებარე ობიექტი. ეს ძალიან დიდი ტყუილია. იქ არანაირი მშენებარე ობიექტი არ ყოფილა. ეს არის კომპანია „ცენტრ პოინტის“ ძველი აშენებული ნაგებობა, რომელიც ეკუთვნის ამ კომპანიის მიერ დაზარალებულ ოჯახებს. როგორც იცით, ჩვენ გვერდით დავუდექით ამ გაუბედურებულ ადამიანებს და მოვაგვარეთ პრობლემა, რომელიც ათეული წლებია არსებობდა. ეს კონკრეტული მშენებლობა დაუსრულებელი და გაჩერებულია. მოგვიწევს აღნიშნული შენობის სრული დემონტაჟი, რომ იქ უკვე აშენდეს თანამედროვე შენობა-ნაგებობა და ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ პირობებში", - თქვა კალაძემ.

ცნობისთვის: ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს მარიჯანის ქუჩაზე, შედეგად რამდენიმე მანქანა დაზიანდა. ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S