Accentnews.ge
"ყვითელი მიკროავტობუსები ისე ჩანაცვლდება, ტარიფები არ გაიზრდება"

"ყვითელი მიკროავტობუსები ისე ჩანაცვლდება, ტარიფები არ გაიზრდება"

11/12/2019 07:33:47 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თბილისის მერის განცხადებით, „თბილისის მიკროავტობუსსა“ და დედაქალაქის მერიას შორის შეთანხმება შედგა და ყვითელი მიკროავტობუსები ისე ჩანაცვლდება, ტარიფები არ გაიზრდება.

"ყველას ახსოვს, რომ ორი კვირის წინ, მოსახლეობას დავპირდი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროგრამის ფარგლებში, რაიმე ფორმით შევძლებდით მიკროავტობუსების ჩანაცვლებას. ეს დავალება მიიღო თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ნამდვილად არ ყოფილა ადვილი დავალება ან მარტივი გამოწვევა, რადგან საქმე ეხება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში  მყოფ კერძო კომპანიას, რომელსაც ფინანსური რესურსი არ გააჩნია, რომ მიკროავტობუსები  ჩაანაცვლოს. თუმცა, ეს მოქალაქეებისთვის და ჩემთვისაც არის მეორეხარისხოვანი. პირველხარისხოვანი არის ის, რომ საზოგადოებას კომფორტული სატრანსპორტო სერვისი მივაწოდოთ. მინდა, გითხრათ, რომ ირაკლი ხმალაძემ ჩემი დავალება ამჯერადაც შეასრულა, კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - დღეს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება. ორი კვირის განმავლობაში, მოლაპარაკებები საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობდა. მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ უახლოეს მომავალში მიკროავტობუსების ეტაპობრივი ჩანაცვლების პროცესი დაიწყება. ამას კომპანია და თბილისის მერია ერთობლივად განახორციელებენ", - განაცხადა კახა კალაძემ დედაქლაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S