Accentnews.ge
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

11/12/2019 08:01:40 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯარის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ პრეზიდენტის განცხადება ჯარზე "მეტი სიფრთხილით უნდა გაკეთებულიყო".

"ჩვენი ჯარი, ჩვენი ჯარისკაცები არიან ჩვენი სიამაყე, ამიტომ ყველას მინდა მოვუწოდო, რომ როდესაც საუბრობენ ჯარზე, ჩვენს ღირსეულ ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე, ყოველთვის მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ", — განაცხადა სესიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამეცნიერო წარმომადგენლებისთვის სიტყვით მიმართვისას გუშინ განაცხადა:

"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S