10-10-2023 19:11:57 კომენტარი
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი გურო იმნაძე ეხმიანება ვენეციის კომისიის მიერ ქართულ მართლმსაჯულებაში ბოლო ერთ წელში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებას და აღნიშნავს, რომ კომისიის "ენა" და გამოყენებული ტერმინოლოგია სულ უფრო კრიტიკული და მკაფიო ხდება, რაც ორმაგი ინტერპრეტაციის, ან ტექსტის არაკეთილსინდისიერად წაკითხვის სივრცეს მინიმუმამდე ამცირებს.
რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს, იმნაძე გამოყოფს რამდენიმე პუნქტს:
"ვენეციის კომისია ფაქტიურად ყველა იმ კრიტიკას იზიარებს, რასაც წლებია სამოქალაქო ორგანიზაციები ვაჟღერებთ. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ არც ერთი საკანონმდებლო პაკეტი მინიმალურადაც ვერ უზრნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას. კომისია გამოყოფს ძირითად მიმართულებებს, რომლებიც საბჭოს რეფორმის ფარგლებში უნდა დაიფაროს:
საბჭოს სწორად დაკომპლექტების მიზნით, კომისია ერთ-ერთ გამოსავლად ვეტინგის მექანიზმსაც მიიჩნევს",– აღნიშნავს იმნაძე და დასძენს, "რეალურად ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვეტინგის საჭიროებაზე მითითება გაკეთდა საქართველოს კონტექსტში და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დაბალია საბჭოს არსებული შემადგენლობის და ზოგადად, მისი დაკომპლექტების წესის მიმართ ნდობა".
იმნაძე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია "დოკუმენტის ენა":
"იმდენად ნიუანსირებული და კრიტიკულია ეს შეფასება, რომ მე ჩვენი კანონმდებლების ადგილას მართლა შემრცხვებოდა იმ განცხადებების, სადაც გვაჯერებდნენ, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს, რისი მოსწრებაც შეიძლებოდა, რომ მართლმსაჯულებაში ყველაფერი კარგადაა და ახლა მხოლოდ "ბონუს რეფორმებიღა" დარჩა გასატარებელი".
ვენეციის კომისია საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნას აქვეყნებს და მასში მიმოიხილავს შეუსრულებელ, ნაწილობრივ შესრულებულ ან ბოლომდე შესრულებულ რეკომენდაციებს.
იხილეთ ასევე: სარჯველაძე: არ მგონია, რომ ხელი უნდა ვახლოთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხს